ნათია თურნავას უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი დაიმატა. ინფორმაციას BMG ავრცელებს და წერს, რომ ამ პოსტზე მალხაზ ღუღუნიშვილი დაინიშნა. აქამდე ეროვნულ ბანკში მსგავსი პოზიცია არ არსებობდა.

მალხაზ ღუღუნიშვილი ამ დრომდე საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი იყო. ის ამ პოსტზე გიორგი ფერაძემ შეცვალა. ამ დროისთვის ნათია თურნავას 2 მრჩეველი ჰყავს.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, შეწყვიტოს ეროვნულ ბანკზე თავდასხმა
შემდეგი სტატიააშშ პოლონეთს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის ორ მილიარდ აშშ დოლარს ასესხებს