ნათია თურნავა : ტრენინგ პროგრამები და საგამოფენო სივრცეები სავარაუდოდ ორშაბათიდან გაიხსნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ორშაბათიდან სავარაუდოდ ტრენინგ პროგრამები და საგამოფენო სივრცეები გაიხსნება.

როგორც ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნა, თითოეული ბიზნეს საქმიანობის გახსნა წესების დაცვით მოხდება.

“ჯერ კიდევ არის დარჩენილი გარკვეული ბიზნეს საქმიანობები, რომლებზეც შეზღუდვები ვრცელდება და გარკვეული რაოდენობა სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობის დიდი ალბათობით უკვე ორშაბათიდან იქნება დაშვებული. ესენია: გამოფენები, ტრეინინგები, კონფერენციები სასტუმროებში. ჩვენ ვიმსჯელეთ და ეს მოთხოვნა, რომელიც მოდის სასტუმროებიდან არის საკმაოდ რაციონალური და სამართლიანი. რა თქმა უნდა, ეს მოხდება წესების დაცვით.

ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროტოკოლი და ორშაბათამდე ეს ყველაფერი იქნება გამოქვეყნებული. უსაფრთხოების დაცვით ეს იქნება საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ერთის მხრივ არ შეწყდეს ტრენინგ პროგრამები და მეორეს მხრივ დავეხმაროთ ჩვენ სასტუმროებს, რომ არ დაკარგონ ეს შესაძლებლობა,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო სამ კვირაში კორონავირუსი სატვირთო ავტომანქანის 30-მდე მძღოლს დაუდასტურდა
შემდეგი სტატიასაქართველო იქნება იმ უსაფრთხო 15 ქვეყანას შორის, რომლებსაც ევროკავშირი საზღვარს გაუხსნის – დავით ზალკალიანი