ნათია თურნავა : სერიოზული ნეგატიური მოლოდინი ლართან დაკავშირებით არ არსებობს

news
ავტ.: news სექტემბერი 17, 2020 13:25

ნათია თურნავა : სერიოზული ნეგატიური მოლოდინი ლართან დაკავშირებით არ არსებობს

ნეგატიური მოლოდინი ლართან დაკავშირებით არ არსებობს,-ამის შესახებ ეკონომიკისა მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ლარის კურსის გაუფასურების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, კურსის “სერიოზული რყევები” მოსალოდნელი არაა.

” ვფიქრობ, ბიზნესის ნეგატიური მოლოდინები, რომ საყოველთაო საკარანტინო ზომებს მივმართავდით არ გამართლდა. ჩვენ ამას ვხსნით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების გარკვეული ზრდა გვაქვს იმის შემდეგ, რაც ძალიან აქტიური შიდა ტურიზმის სეზონი ჩატარდა, ვხედავთ, რომ ეს პიკი უკვე გადატეხილია და ალბათ თანდათან კლებისკენ წამოვა. ამ სიტუაციას მხოლოდ წერტილოვანი ზომებით ვმართავთ, ბიზნესი ხედავს, რომ ხელი არ შეეშლება, მოსახლეობას მობილობაში არ შეეშლება ხელი, შესაბამისად, სხვა სერიოზული ნეგატიური მოლოდინი ლართან დაკავშირებით არ არსებობს”,-განაცხადა თურნავამ.

news
ავტ.: news სექტემბერი 17, 2020 13:25