ნათია თურნავა რომან გოცირიძეს – თუ შიდა აუდიტორის ვაკანსია გამომიჩნდება, სიამოვნებით მიგიწვევთ ძალიან კარგი პოტენციალი გაქვთ

region
ავტ.: region ივნისი 7, 2019 15:53

ნათია თურნავა რომან გოცირიძეს – თუ შიდა აუდიტორის ვაკანსია გამომიჩნდება, სიამოვნებით მიგიწვევთ ძალიან კარგი პოტენციალი გაქვთ

ბატონო რომან, თუ შიდა აუდიტორის ვაკანსია გამომიჩნდება, სიამოვნებით მიგიწვევთ, ძალიან კარგი პოტენციალი გაქვთ და შემართებაც – ასე მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ოპოზიციონერ დეპუტატს რომან გოცირიძეს.

პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, რომან გოცირიძე დაინტერესდა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ იცოდა თუ არა, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე მომზადებული დოკუმენტის შესახებ და ასევე, სტრუქტურულად, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მისი რომელი მოადგილე კურირებს. თავის მხრივ, ნათია თურნავას რეპლიკას რომან გოცირიძემაც უპასუხა.

„ადვოკატიც კარგი ვარ. თუ დაგჭირდათ, მიმიწვიეთ. თუ ასე დამალავთ, შეიძლება დაგჭირდეთ კიდეც“, – მიმართა თურნავას გოცირიძემ.

region
ავტ.: region ივნისი 7, 2019 15:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,525
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics