ნათია თურნავა – ქუთაისის აეროპორტი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია, სადაც, „კოვიდის“ მიუხედავად, სამუშაოები ერთი დღითაც არ შეჩერებულა

ქუთაისის აეროპორტი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია, სადაც „კოვიდის“ მიუხედავა, სამუშაოები ერთი დღითაც არ შეჩერებულა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნმავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

ნათია თურნავას ინფორმაციით, სულ მალე, გაფართოების სამუშაოების შედეგად ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობა ოთხჯერ გაიზრდება.

„შეგახსენებთ, რომ 2018-2019 წლებში ქუთაისის აეროპორტში მგზავრების გადაყვანის რეკორდული მაჩვენებლები და ზრდა იყო, მათ შორის 50%-იანი ზრდა. იმასაც შეგახსენებთ, რომ 2018-2019 წლებში ჩვენმა აეროპორტებმა გაატარეს 5,2 მლნ მგზავრი, როდესაც 2012 წლამდე ეს რიცხვი 1,4 მლნ იყო. ეს მაჩვენებლები არის თავისთავად იმისი ანარეკლი, თუ რა პოლიტიკას ატარებდა თქვენი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში, რომელსაც მე 2006 წლის ნოემბერში სრულიად სამართლიანად გავეყარე. შეგახსენებთ, რომ ეს ნამდვილად ის პერიოდია, როდესაც ბიზნესის რეკეტი დაიწყო. ჩემ მიერ ჩამოთვლილი ციფრები არის ასევე იმის მაჩვენებელი, თუ რა პოლიტიკას ვატარებთ ჩვენ „ღია ცის“ თვალსაზრისით და ეს ის მონაპოვარია, რომელსაც არ დავთმობთ“, – მიმართა ნათია თურნავამ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრებს.

მინისტრი პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნით მონაწილეობდა.

banner
წინა სტატიაშიტექნიკური უნივერსიტეტის ოთხ თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა
შემდეგი სტატია“შეიძლება ბოკერია არ გაქცეულა, პირიქით ჩამოვიდა, მაგრამ საიდან უნდა გაქცეულიყო?! “