ნათია თურნავა : „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი გუნდი გამოცდილების, მიღწეული წარმატების და მომავლის ხედვის არაჩვეულებრივ ნაზავს აჩვენებს

„ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი გუნდი გამოცდილების, მიღწეული წარმატების და მომავლის ხედვის არაჩვეულებრივ ნაზავს აჩვენებს, – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული.

მისი თქმით, ეს გუნდი აუცილებლად გაიმარჯვებს.

„ჩვენ წარვადგინეთ მომავლის გუნდი. ეს არის გამარჯვებაზე ორიენტირებული გუნდი. ეს გუნდი გამოცდილების, უკვე მიღწეული წარმატების და მომავლის ხედვის არაჩვეულებრივ, ოპტიმალურ ნაზავს აჩვენებს. პოლიტიკისთვის ბევრი ახალი სახეა, ასევე ისინი, ვინც უკვე თქვა თავისი პოზიტიური სიტყვა იგივე პანდემიასთან ბრძოლასა და ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებაში. ეს არის გუნდი, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს.

რაც შეეხება ჩვენი ოპონენტების კრიტიკას, მათ მართლაც არ დავუტოვეთ ბევრი სათქმელი, რადგან ისინი წარსულზე ქადაგებენ და თავად არიან ძირითადად ოდიოზური სახეებით წარმოდგენილნი, ვისაც მხოლოდ ბოდიში აქვს მოსახდელი საქართველოს მოსახლეობასთან. ჩვენი გუნდი კი მთლიანად ორიენტირებულია მომავალზე, განვითარებაზე, ახალ ტექნოლოგიებზე, მოსახლეობაზე ზრუნვაზე. ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ და ჩვენი გუნდის ახალი შემადგენლობა სწორედ ამ ნიშნითაა შერჩეული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

11 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიჩუღურეთში მდებარე არტოს ბაღს გია ყანჩელის სახელი მიენიჭება
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკში იურიდიული პირები ანგარიშის გახსნას ონლაინ შეძლებენ