20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ნათია თურნავა მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის (ICBC) პრეზიდენტს შეხვდა – რა საკითხები განიხილეს შანხაიში

საქართველოს ეროვნული ბანკის გავრცელებული ცნობით, შანხაიში გამართული სიპმოზიუმის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის – Industrial and Commercial Bank of China-ს (ICBC) პრეზიდენტს, ლინ ლიაოს შეხვდა. 

სებ-ის ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ICBC-ს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჩინური ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისა და ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე ინვესტირების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებსა და განვითარების პერსპექტივებზე.

ICBC ჩინეთისა და მსოფლიოს უმსხვილესი ბანკია, რომლის აქტივების მოცულობა დაახლოებით 7.6 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ბანკი 49 ქვეყანაში ოპერირებს და საერთაშორისო საბანკო სექტორის ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს.

ICBC აგრეთვე აქტიურია საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმართულებითაც, განსაკუთრებით კი განვითარებადი ქვეყნების სახაზინო ობლიგაციების როგორც პირველად და აგრეთვე მეორად ბაზრებზე.

აღსანიშნავია, რომ ICBC-ს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის როგორც საქართველოს სუვერენული ევრობონდის გამოშვების, აგრეთვე სახაზინო ფასიანი ქაღალდების სინდიკაციისა და რეგულარულ აუქციონებში მონაწილეობის კუთხითაც“, – ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კეკელიძე პოლიციაში მოქალაქეთა წამებაზე: თუ მოქალაქედ ყოფნა ავირჩიეთ, ეს არ უნდა მოგვწონდეს და უნდა დავგმოთ
შემდეგი სტატიარუსული ძალების იერიში ხარკოვსა და დონეცკზე – კრემლი ახალ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრობს