ნათია თურნავა – მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევაც ადასტურებს, რომ საქართველოში გამჭვირვალე ბიზნესგარემოა

ჩვენ ჩამოვაყალიბეთ კორუფციისგან თავისუფალი ბიზნესგარემო. ნებისმიერი ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეუძლია, ყოველგვარი მოსყიდვის, წნეხის და შიშის გარეშე ისარგებლოს ყველა სერვისით, რასაც მას ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები სთავაზობენ, – ამის შესახებ საქართველოს კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული საწარმოთა კვლევის თაობაზე საუბრისას განაცხადა.

„ საქართველოში რომ აბსოლუტურად გამჭვირვალე, კორუფციისგან თავისუფალი ბიზნესგარემოა, ამას ადასტურებს მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევაც, რომლის თანახმადაც, საქართველო, გამოკვლეულ ქვეყნებს შორის, ყველა პარამეტრის მიხედვით ტოპ-ათეულშია“, – აღნიშნა თურნავამ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: სატრანსპორტო პოლიტიკის გატარებით შევძლებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო 7-15 წუთამდე შემცირდეს
შემდეგი სტატია„დინამიკაში, ქრთამის შეთავაზებისა და ქრთამის აღებაზე უარის თქმის მაჩვენებლები 2012 წლიდან, შესაბამისად რვაჯერ და 15-ჯერაა გაუმჯობესებული”