ნათია თურნავა : ისრაელის ტურიზმის მინისტრთან საუბრისას იმედი გამოვთქვით, რომ შესაძლებელი იქნება, თუნდაც ივლისის ბოლოს მივუბრუნდეთ საუბარს ტურისტული მიმოსვლის აღდგენაზე

კოვიდინფექციაზე საუბრისას კონკრეტული ვადის დასახელება რთულია, მაგრამ იმედი გამოვთქვით, რომ ისრაელი სწრაფად გადალახავს ეპიდემიოლოგიური აფეთქების ტალღას და შესაძლებელი იქნება, თუნდაც ივლისის ბოლოს მივუბრუნდეთ საუბარს ტურისტული მიმოსვლის აღდგენაზე და შევძლოთ, ისრაელიდან პირველ სტუმრებს ვუმასპინძლოთ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც ონლაინშეხვედრა გამართა ისრაელის ტურიზმის მინისტრ ასაფ ზამირთან.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა განიხილეს ისრაელში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეაფასეს ის პერსპექტივები, რომლებიც არსებობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული მიმოსვლის აღდგენის მიმართულებით.

„ჩვენ საკმაოდ ახლოს ვიყავით ამ გადაწყვეტილებასთან, მაგრამ ბოლო დროს ისრაელში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა. თავად ისრაელის ხელისუფლებაც იჩენს დიდ სიფრთხილეს“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

ონლაინშეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ წარმატებით გაართვა თავი გამოწვევას
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე : ზუგდიდში კარანტინიდან ერთ-ერთი პირი წესების მკაცრი დაცვით გათავისუფლდა