ნათია თურნავა : ეკონომიკას ურტყამს არა შეზღუდვები, მით უფრო დროული, როგორც ჩვენ გავაკეთეთ, არამედ ვირუსის უკონტროლო გავრცელება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკას საკმაოდ მძიმე დარტყმა მიადგა, მაგრამ „გამოწვევის ეფექტიანი მართვის შედეგად, რეგიონში ერთ-ერთი პირველები ვართ, სადაც დღეს უკვე სახეზეა ეკონომიკის პირველი გაჯანსაღების და აღდგენის ნიშნები“.

როგორც ნათია თურნავამ პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 4-5%-ით შემცირდება. მისივე განცხადებით, შეზღუდვების გარეშე, ვირუსის უკონტროლო გავრცელების პირობებში ეკონომიკა ვერ მუშაობს.

„რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობთ, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ პირველი გაჯანსაღების ნიშნები უკვე სახეზეა და ამითაც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ. მაგალითად, თვიდან თვემდე ეკონომიკური კლების ტემპი მცირდება, მართალია საქართველოს ეკონომიკა წელს კლებადი იქნება, მაგრამ კლების ტემპი იქნება -4%,-5%. საშუალო ევროპული მოსალოდნელი კლების ტემპი -10%-ია. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ეკონომიკას პირველ რიგში ურტყამს არა შეზღუდვები, მით უფრო თუ შეზღუდვები დროულია, როგორც ჩვენ გავაკეთეთ, არამედ ვირუსის უკონტროლო გავრცელება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით უსმენენ. ნათია თურნავა საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით “ევროპულმა საქართველომ დაიბარა”.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა 18 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტს აქვეყნებს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : თვენახევარი დარჩა და როგორმე უნდა გავძლოთ, რომ 8-წლიანი წარუმატებელი მმართველობა ისტორიას ჩავაბაროთ