ნათია თურნავა : დიდი იმედი მაქვს, ოპოზიცია გამოიჩენს კონსტრუქციულობას და შეასრულებს მისიას, რომელიც ამომრჩეველმა დააკისრა

მეათე მოწვევის პარლამენტი მალე დაიწყებს ფუნქციონირებას. მინდა გამოვთქვა ძალიან დიდი იმედი, რომ ოპოზიცია გამოიჩენს კონსტრუქციულობას და შეასრულებს იმ მისიას, რომელიც საკუთარმა ამომრჩეველმა დააკისრა – შევლენ პარლამენტში და დაუბრუნდებიან საპარლამენტო ცხოვრებას, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ.

მინისტრის განცხადებით, საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას.

„ესაა პანდემია, რომელსაც ვებრძვით; ესაა ეკონომიკური სირთულეები, რაც ერთობლივადაა დასაძლევი და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ოპოზიციაც პასუხისმგებლიანად მოიქცეს და ჩაერთოს მათ შესახებ მსჯელობაში, დებატებში და ერთობლივად ვიმუშაოთ მეათე მოწვევის პარლამენტში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი : დიალოგის ფარგლებში მთავრობამ უნდა დადოს გონივრული კომპრომისი, როგორ და როდის ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ოპოზიცია ფარულად აქტიურად მუშაობს ამომრჩევლის მობილიზებაზე , ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოვუწოდებთ