ნათია თურნავა დღეს ტყიბულში ჩავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს ტყიბულში ჩავა.

როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, ნათია თურნავა ტყიბულში პრობლემების მოსაგვარებლად ჩავა.

გახარია ეკონომიკის მინისტრს მიმართა, რომ ტყიბულში ჩასვლისას მკაცრი იყოს, რათა დაიცვას თითოეული მოქალაქის უფლება.

„დღესვე მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ ეკონომიკის მინისტრი გაემგზავრება ადგილზე და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ის გაემგზავრება არა გარემოებების და საქმის გასაცნობად, არამედ პრობლემის მოსაგვარებლად. მინდა, ქალბატონ ნათიას ვთხოვო, ის იყოს მაქსიმალურად მომთხოვნი, მკაცრი, რათა დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები. რა თქმა უნდა, ბევრს ვაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალშიც, დამსაქმებლის, ბიზნესის ინტერესის დასაცავად. ყოველთვის, იქ, სადაც საშუალება გვექნება, ბიზნესს დავუდგებით გვერდში. თუმცა დამსაქმებელმაც, ბიზნესმაც უნდა გაითვალისწინოს ჩვენი მოქალაქის სოციალური ვალდებულებები, პასუხისმგებლობა და სრულად შეასრულოს“, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში მობილური ტელეფონების ქურდობის გამო არასრულწლოვანი დააკავეს
შემდეგი სტატიაყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე სამი პირი დააკავეს