ნათია თურნავა : ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯებით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანა ვართ

ოპოზიცია ხედავს, რომ მათი რეიტინგი საკმაოდ დაბალია, ჩვენ მათ ბევრი სათქმელი არ დავუტოვეთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს IDFI-ის კვლევის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომლის მიხედვითაც, საჯარო უწყებებში შტატგარეშე თანამშრომლების დასაქმების ანაზღაურება იზრდება, რაზეც ოპოზიცია ფიქრობს, რომ ისინი ე.წ პარტაქტივისტები არიან.

ნათია თურნავას განცხადებით, ოპოზიცია ხელოვნური თემების გამოგონებით არის დაკავებული.

„რაც შეეხება ზოგადად დასაქმებას, შრომის ანაზღაურებას, სახელმწიფო აპარატს, ჩვენ ბოლო წლებში მივაღწიეთ იმას, რომ ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების მიხედვით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ვართ მსოფლიოში. ამ მაჩვენებლის მიხედვით მსოფლიოში, რეალურად, მეორე ვართ, რაც გაცილებით უფრო უარესი იყო 2012 წლამდე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

banner
წინა სტატიაშივაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე : როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეულ პოლიტიკურ გარიგებებში აპირებს ჩართვას სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან