5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

“ნათია თურნავა 38 000 ლარის ანაზღაურებას არ იღებს სანქცირებული პირების დასაცავად” – ენმ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს

ნათია თურნავა 38 000 ლარის ანაზღაურებას არ იღებს სანქცირებული პირების დასაცავად”, – ამ შინაარსის განცხადებას ავრცელებენ ენმ-ში, სადაც აღნიშნავენ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დაკავებული პოსტი უნდა დატოვოს.

როგორც პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ფარულავა განმარტავს, თურნავას მოვალეობაბში მხოლოდ ხალხის ინტერესების დაცვა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა უნდა შედიოდეს.

“ნათია თურნავა 38 000 ლარის ანაზღაურებას არ იღებს სანქცირებული პირების დასაცავად. მისი მოვალეობა არის ხალხის ინტერესების დაცვა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა. თუ იგი ვერ ან არ უპირისპირდება პოლიტიკურ ზეწოლას, მოვუწოდებთ გადადგეს.

ადრე ხელისუფლებამ დაიცვა ოთარ ფარცხალაძე, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცა, ხოლო ახლა იცავს იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც, რუსული ჰიბრიდული ომის ნარატივებს ავრცელებენ,” – განაცხადა ლაშა ფარულავამ. 

აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადება: “კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად”.

banner
წინა სტატიაშიდიდი ბრიტანეთის ელჩი მაკა ბოჭორიშვილის უწყებაში დაიბარეს
შემდეგი სტატიასაქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა