ნათია თურნავა : 1-ელ ივლისამდე ჩამოყალიბდება იმ ქვეყნების წრე, საიდანაც ტურისტებს უსაფრთხოდ ჩამოვიყვანთ

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ტურისტულ გაიდლაინებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ მათი შემუშავება სრულიად ტურისტული ინდუსტრიის ჩართულობით მოხდა. მისივე განცხადებით, თუ ვინმეს დამატებით კითხვა გაუჩნდება, ისინი მზად არიან ოპერატიულად ჩაერთონ და დააზუსტონ ინფორმაცია.

ნათია თურნავას განცხადებით, 1-ელ ივლისამდე უკვე ჩამოყალიბდება იმ ქვეყნების წრე, საიდანაც ტურისტის ჩამოყვანა უსაფრთხოდ მოხდება.

„ტურისტული გაიდლაინები შემუშავებული იყო სრულიად ტურისტული ინდუსტრიის ჩართულობით. არის მთელი რიგი კითხვები, რაზეც ჯერ მსოფლიოშიც არ არის პასუხი. აქედან გამომდინარე არის გარკვეული ცვალებადობა ამ თვალსაზრისით. ვსაუბრობთ ჯგუფ ქვეყნებთან, სადაც დამაიმედებელი ეპიდემიოლოგიური ვითარება იყო, თუმცა ყოველდღიურად იცვლება ვითარება და 1-ელ ივლისამდე უკვე ჩამოყალიბდება იმ ქვეყნების წრე, საიდანაც ტურისტის ჩამოყვანა უსაფრთხოდ მოხდება. რაც შეეხება გაიდლაინებს მაქსიმალურად დეტალურია, მაგრამ თუკი რაიმე დამატებით კითხვა გაჩნდება, ჩვენ ოპერატიულად ჩავერთვებით და დავაზუსტებთ“, – აცხადებს ნათია თურნავა.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი : თუ თავი არ აქვთ იმისთვის, რომ შესაბამისი თანხმები მოიძიონ, ფულს მაინც ნუ ამოიღებენ ადამიანების ჯიბეებიდან
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე : გაყალბებები, მასობრივი მოსყიდვები „ქართულ ოცნებას“ აღარ გაუვა, ამისთვის არიან მომზადებულნი ოპოზიცია და საერთაშორისო საზოგადოება