ნათია მეზვრიშვილმა სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის გამოძიებაზე კომენტარი გააკეთა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-ს შეცდომა არ დაუშვია.

როგორც მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პირები, ვინც ეტაპზე არიან დაკავებული, სამართალდამცავებმა შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე დააკავეს.

„პირველი, ვისი დაკავებაც მოხდა და ვინც გაჩნდა ბრალდებული იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც შსს-ს ჰქონდა, ამის თაობაზე საზოგადოებას ინფორმაცია დაუყოვნებლივ მივაწოდეთ. შემდგომში გავავრცელეთ სხვა ინფორმაცია, რომ გაჩნდა კითხვები სხვა იარაღთან დაკავშირებით. თუკი კიდევ ვინმეს დაკავება მოხდება, ამაზეც დაუყოვნებლივ მივაწოდებთ საზოგადოებას ინფორმაციას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბი გაერთიანებულ ოპოზიციას პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიალევან კობიაშვილი – ისეთი შეცდომები, რაც ზუგდიდის სტადიონზე მოხდა, აზიანებს ქვეყნის იმიჯს