ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს მომხდარ რამდენიმე ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

საპრეზიდენტო არჩევნებამდე პერიოდში დარღვევებთან დაკავშირებით ყველა საქმე ბოლომდეა მიყვანილი, 15-მდე პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, როგორც ოპოზიციური პარტიიდან, ისე მმართველი გუნდის მხარდამჭერები, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს მომხდარ რამდენიმე ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.

„ჩვენ ვცდილობდით, როგორც არჩევნებამდე პერიოდში, ისე მთელი მიმდინარეობის დროს, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი, როგორც სამართალდამცავ უწყებას, შეგვენარჩუნებინა. მარნეულში მომხდარ ინციდენტზე ორი პირი იმ დღესვე დავაკავეთ, ერთი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, მეორე „ქართული ოცნების“. გამოძიებები მიმდინარეობს, ჩვენ ახლა ვაწარმოებთ იმ პირების გამოკითხვას, ვინც არჩევნების დროს უბრალოდ არ მოვწყვიტეთ სამსახურს, რადგან არ გვინდოდა პროცესების ჩაშლა. ამომრჩევლისთვის ფულის დარიგების საკითხთან დაკავშირებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია. შესწავლა მიმდინარეობს, თუ ფაქტები დადასტურდება, რეაგირება პროკურატურამ უნდა მოახდინოს”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი : მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტი ამ ეტაპზე არ განიხილება
შემდეგი სტატიარუსთაველზე აქციებს გავაგრძელებ – ზაზა სარალიძემ საავადმყოფო დატოვა