ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ინფორმაცია, რომ პეტრე დევრიშაძის კომპანიამ შს სამინისტროსგან მილიონობით ლარის მოგება ნახა, რეალობას არ შეესაბამება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გასამართლებული პეტრე დევრიშაძის კომპანიამ შს სამინისტროსგან, ტენდერებში გამარჯვების გზით მილიონობით ლარის მოგება ნახა.

ამ თემაზე მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი ქუთაისში გააკეთა.

„ამ საკითხთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, დეტალებს არ ვიცნობ. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ მედიაში რა ინფორმაციაც გავრცელდა მილიონთან დაკავშირებით, რეალობას არ შეესაბამება. შსს-მ ამასთან დაკავშირებით ოფოციალური განცხადება გუშინ გაავრცელა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,იოსებ სიგუა შეუძლოდ იყო და საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ამიტომ ვერ გამოცხადდა – პოლიციელებსაც აქვთ უფლება გახდნენ ავად”
შემდეგი სტატიაუბედური შემთხვევა სამეგრელოში – ორსანტიაში 14 წლის მოზარდი დაიღუპა