ნათია მეზვრიშვილი: კანონის გამკაცრება, არასრულწლოვნების გაშვება ციხეში ძალიან მარტივია, მაგრამ ჩვენ თუ ამას გავაკეთებთ, ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი

ნათია მეზვრიშვილი: კანონის გამკაცრება, არასრულწლოვნების გაშვება ციხეში ძალიან მარტივია, მაგრამ ჩვენ თუ ამას გავაკეთებთ, ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა 2018 წლის რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკაზე ტელეკომპანია იმედის ეთერში საუბრისას, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებს გაუსვა ხაზი.
,,ძალიან მნიშვნელოვანია არასრულწლოვნების თემა და ქურდობების გაზრდილი მაჩვენებელი. რეალურად ქურდობა ეს არის ისეთი კატეგორიის დანაშაული, რომლის აღრიცხვიანობაც 2018 წელს გავაუმჯობესეთ, მაგრამ ნუ ხდება ეს ყოველდღიურად, ადამიანები ამას გრძნობენ, მოვიტყუებით ამაზე რომ არ ვისაუბროთ. ამასაც ხომ თავისი მიზეზები აქვს, მათ შორის სოციალური ფონი. პრევენციაზე ვმუშაობთ. კამერების რაოდენობა გავზარდეთ მთელი საქართველოს მასშტაბით, 2019 ში 2018 თან შედარებით ფაქტიურად გაორმაგება იგეგმება.’’- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქურდობების მნიშვნელოვანი ნაწილი არასრულწლოვნების მიერ არის ჩადენილი. ,, ესენი არიან 14 დან 18 წლამდე ასაკის პირები და 14 წლამდე პირები. მე ძალიან ხშირად მესმის მოთხოვნა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით კანონი გავამკაცროთ. მინდა ცალსახად ვთქვა, ამ მიმართულებით კანონის გამკაცრება, არასრულწლოვნების გაშვება ციხეში ძალიან მარტივია. ამის გაკეთება შეიძლება 1 დღეში. მაგრამ ჩვენ თუ ამას გავაკეთებთ, ეს იქნება ნაბიჯი გადადგმული უკან. მე არ მგონია რომ საზოგადოებას სურდეს, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის, ქურდობებისთვის – და ესეთი დანაშაულები ჭარბობს, არასრულწლოვნების ციხეში გამოკეტვა. აქ ჩვენ სხვა პრობლემებთან გვაქვს საქმე, ეს საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას, განათლების , სოციალური მიმართულებით მუშაობას, ანუ ყველა უწყების, მთავრობის კოორდინირებულ მუშაობას და ძალიან მნიშვნელოვანია რომ კონკრეტული მიმართულებებით ნაბიჯები გადაიდგას, კანონი უნდა შეიცვალოს და გამკაცრდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა სხვა რესურსი ამ მიმართულებით იქნება ამოწურული. ნუ სხვანაირად ჩვენ უბრალოდ ნაბიჯს გადავდგამთ უკან. ‘’- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი – „ არ არის სწორი, 2018 წლის სტატისტიკური მონაცემების 2017 წელთან შედარება, იმიტომ რომ 2017 წელს განსხვავებულად ხდებოდა დანაშაულის აღრიცხვა, 2018-ში განსხვავებულად ხდება“
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი – „პოლიციის მიმართ სანდოობა გაიზარდა – ჩვენ გვახსოვს პოლიცია სააკაშვილის რეჟიმის პირობებში და ჩვენ ვხედავთ პოლიციას დღეს, რომელიც მართლა იცავს წესრიგს“