ნათია მეზვრიშვილი : თუ მთავრობა კანაფის კულტივაციაზე კანონპროექტის გაწვევას გადაწყვეტს, ინიციატივა გაწვეული იქნება

შინაგან საქმეთ მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თუ მთავრობა კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილებას მიიღებს, ინიციატივა გაწვეული იქნება.

ჟურნალისტებთან საუბრისას ნათია მეზვრიშვილი ჯანდაცვის კომიტეტის წევრების მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კანაფის კულტივაციის საკითხზე არა ერთი განცხადება გაკეთდა, რომ ამ საკითხის განხილვა გადადებულია განუსაზღვრელი ვადით.

„რაც შეეხება გაწვევას, საუბარია ოთხ დეპუტატზე, რომლებმაც გაწვევის თაობაზე ინიციატივა წარმოადგინეს. გაწვევას თავისი პროცედურები აქვს, რაც დეპუტატებმა და მთავრობის წევრებმა კარგად იციან. კანონპროექტის ავტორია მთავრობა, თუ მთავრობა გაწვევის გადაწყვეტილებას მიიღებს, გაწვეული იქნება. ამ ეტაპზე კანონპროექტის განხილვა დღის წესრიგში საერთოდ არ დგას. ამიტომ, ამ საკითხზე რაღაც შფოთვები სრულიად უადგილოა. პროცედურა როგორიც არის, მთავრობა იმას მიჰყვება”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

პარლამენტის ჯანდაცვის წევრები ითხოვენ, რომ საკანონმდებლო ორგანოდან კანაფის წარმოება-ექსპორტზე გატანასთან დაკავშირებით ინიცირებული ცვლილებების გაწვევა მოხდეს.

banner
წინა სტატიაში„პარლამენტის ასეთი წევრი არ უნდა არსებობდეს ეს არის დანაშაული“ – ოპოზიცია გედევან ფოფხაძის განცხადებას აფასებს
შემდეგი სტატიათბილისის მერია სოციალურ კამპანიას „გაუფრთხილდი ქალაქს“ იწყებს