ნათია მეზვრიშვილი საფრანგეთის ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვის ოფისის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საფრანგეთის
ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვის ოფისის ხელმძღვანელ პირებს
შეხვდა. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა. უცხოელი
სტუმრების ინტერესის ძირითად სფეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით
საქართველოში არსებული ვითარება წარმოადგენდა.
ნათია მეზვრიშვილმა საფრანგეთის ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა
დაცვის ოფისის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შინაგან
საქმეთა სამინისტროში არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის
საქმიანობის შესახებ.
ყურადღება გამახვილდა ოჯახში ძალადობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის
სფეროში სამინისტროს მიერ მიღწეულ პროგრესზე, ამ მიმართულებით
განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე.

banner
წინა სტატიაში,,ჯერჯერობით ოპოზიციის მოსაწონი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს”
შემდეგი სტატიარუსთავის გზატკეცილზე უსინათლოებისთვის ადაპტირებული სკვერი ეწყობა