ნათია მეზვრიშვილი: საკმარისი საფუძველი ბატონი ზვიად რატიანის შეჩერებისა არსებობდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ზვიად რატიანის შემთხვევაზე კომენტარს აკეთებს. როგორც მეზვრიშვილი ,,თაიმერთან” თემის კომენტირებისას აცხადებს პოლიციას რატიანის შეჩერების საკმარისი საფუძველი ჰქონდა.

, , ამ ეტაპზე არსებული მასალებით დგინდება, რომ ის შ პოლიციის თანამშრომლებმა ბანკომატთან შეაჩერეს. ის პოლიციელებმა მიიჩნიეს საეჭვოდ. თუ ისევ კანონის მოთხოვნებს ნაბიჯ–ნაბიჯ გავყვებით, ზვიად რატიანი იყო ბანკომატთან, იქცეოდა საეჭვოდ, იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. ბოლო პერიოდში, თუ გავითვალისწინებთ იმ დანაშაულის ფაქტებს, რომელიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხდებოდა, რის გამოც გადაწყვიტა შინაგან საქმეთა სამინისტრომმ საპოლიციო კონტროლის განხორციელება, დამეთანხმებით, რომ საკმარისი საფუძველი ბატონი ზვიად რატიანის შეჩერებისა არსებობდა. რაც შეეხება, თუ როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები – ჩვენ გუშინ საზოგადოებას ვუთხარით, რომ ჩვენ გვაქვს ვიდეო მასალა, რომელზეც დეტალურად არის ასახული, როგორ უწევს ზვიად რატიანი წინააღმდეგობას პოლიციის თანამშრომლებს”- აცხადებს მეზვრიშვილი.

banner
წინა სტატიაშიპროკურორი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებს
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი: ძალიან დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალაა ამოღებული