ნათია მეზვრიშვილი – სახელმწიფო მდივანმა უმნიშვნელოვანესი საკითხები გააჟღერა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა

სახელმწიფო მდივანმა უმნიშვნელოვანესი საკითხები გააჟღერა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა კუთხით კიდევ უფრო გაღრმავდება.

„ეს მტკიცე, სტრატეგიული პარტნიორების შეხვედრა იყო. სახელმწიფო მდივანმა უმნიშვნელოვანესი საკითხები გააჟღერა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა. რეგიონებს შორის მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რეგიონში აშშ-ის წარმომადგენლების გაძლიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობას. ხაზგასმით აღნიშნა, აშშ-ის როლი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის და აგრეთვე დემოკრატიის განვითარებისა და ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში. რა თქმა უნდა, აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა განიხილა, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ისე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით და კიდევ ერთხელ, აღნიშნა რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს გუშინ ეწვია. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, პრეზიდენტს – სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. პომპეო ასევე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.

banner
წინა სტატიაშირესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი – საჭიროა სერიოზული მუშაობა, რათა მოსახლეობას განვუმარტოთ, რომ აუცილებელი არ არის იყო ჰოსპიტალში დაავადების სამართავად, შესაძლებელია იყო ბინაზე, ან კოვიდ-სასტუმროში, რაც საშიშროებას არ წარმოადგენს
შემდეგი სტატიასამხედრო მზვერავებმა პროფესიული დღე აღნიშნეს