ნათია მეზვრიშვილი: „სახალხო დამცველის 2017 წლის რეკომენდაციების შესრულება უკვე დაწყებული გვაქვს“

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი: „სახალხო დამცველის
2017 წლის რეკომენდაციების შესრულება უკვე დაწყებული გვაქვს“

„ყურადღებით გავეცანით სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშს.
რეკომენდაციების ნაწილის შესრულება უკვე დაწყებული გვაქვს. მაგალითად, უკვე
მიმდინარეობს ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რისკის შეფასების სისტემის და
მონიტორინგის მექანიზმის დანერგვა, დროებითი მოთავსების იზოლატორების
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და იზოლატორებში ტექნოლოგიების განახლება.
ეტაპობრივად შესრულდება სხვა რეკომენდაციებიც.
რაც შეეხება იზოლატორებში დაზიანებით შესახლებულ პირთა რაოდენობის ზრდას:
შემცირებულია დაკავების დროს ან დაკავების შემდეგ დაზიანებების მიღების
შემთხვევები. გარდა ამისა, დროებითი მოთავსების იზოლატორებში გვაქვს
საკმაოდ კარგად აწყობილი სისტემა. 2016 წელს დაიხვეწა დაზიანებების
დაფიქსირების ფორმები და გამოვლენის მეთოდები. ჩვენმა სამედიცინო
პერსონალმა გაიარა ინტენსიური გადამზადება. განხორციელდა საკანონმდებლო
ცვლილებებიც, რამაც ხელი შეუწყო დაზიანებების ეფექტიან გამოვლენას.
რაც შეეხება დაზიანებებთან დაკავშირებით პოლიციის მიმართ პრეტენზიებს.
სახალხო დამცველის ანგარიში ასახავს მხოლოდ სტატისტიკას. გაცილებით
მნიშვნელოვანია თითოეული ფაქტის შინაარსობრივი ნაწილი. ხშირად პრეტენზიები
საფუძველს მოკლებულია. მთავარი ის არის, რომ ყველა პრეტენზიის შესახებ
შეტყობინება დაუყოვნებლივ იგზავნება პროკურატურაში“, – აღნიშნა შინაგან
საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმაია ცქიტიშვილმა მინისტრის რანგში პირველი თათბირი ჩაატარა
შემდეგი სტატიაელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა