ნათია მეზვრიშვილი: “როგორც კი შეკრება გახდება კანონსაწინააღმდეგო ხელისუფლებას აქვს უფლება დაიწყოს შეკრების შეწყვეტა”

“20 ივნისის ღამეს პროტესტიო დაიწყო მშვიდობიანად” – შინაგან საქმეთა მინისტრმა ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში 20 ინვისის ღამეზე და შემდეგ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა:

“გთხოვთ, მომცეთ იმისი შესაძლებლობა, რომ ქრონოლოგიურად აღვწერო მოვლენები, რომ საზოგადოებისთვის ნათელი გახდეს საერთოდ რა მოხდა იმ ღამეს, რატომ არის ნიკანორ მელია ბრალდებული, რატომ გვყავს სხვა ბრალდებულები და რატომ გვაქვს ის შედეგები რაც გვაქვს.

რეალურად 20 ივნისის ღამეს პროტესტიო დაიწყო მშვიდობიანად. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მოქალაქეებს ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლებით ესარგებლათ. პოლიციამ მათ ამისი სრული შესაძლებლობა მისცა, ჩვენი დანაყოფები ადგილზე იმყოფებოდნენ და იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, თუმცა სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან მოწოდებების, პარლამენტში შეჭრისკენ მოწოდებებს ვგულისხმობ, ამ ყველაფერმა გამოიწვია ის რომ ამას შედეგად მოჰყვა ძალადობა. ადგილი ჰქონდა ჯგუფურ ძალადობას, ეს ყველაფერი ორგანიზებულ სახეს ატარებდა, საკმაოდ მასიური და მასშტაბური იყო და ამ ყველაფერმა შეიძინა ძალადობრივი ხასიათი.

ახლა, ბოლო დღეების განმავლობაში, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინეთ აზრთა სხვადასხვაობა. გარკვეული ადამიანები გვეუბნებიან, რომ აქცია თითქოს არ იყო ძალადობრივი და შეკრების შეწყვეტა, როდესაც პოლიციამ დაიწყო ეს ყველაფერი, არ იყო ლეგიტიმური. ნუ ცოტა არ იყოს ამგვარი შეფასებები გასაკვირია განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ კონსტიტუციის და შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის ცოდნაზე. ბოლო დღეების განმავლობაში, ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ ამოგლეჯილი, მათთვის სასურველი კონტექსტით და ინტერპრეტაციით, სოციალური ქსელის თუ სხვადასხვა მედიასაშუალებების გამოყენებით გვთავაზობენ ცალმხრივ მოსაზრებებს. როგორც კონსტიტუცია და შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონი, ეს ამ ადამიანებმა კარგად იციან, შავით თეთრზე წერია ამ კანონებში, რომ შეკრება სანამ მშვიდობიანია, მშვიდობიანი შეკრების უფლებას იცავს ეს კანონები, როგორც კი შეკრება გახდება კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი და ეს შეკრება, რომ ძალადობრივი გახდა ეს ჩვენ ძალიან კარგად, სხვადასხვა მედიასაშუალებების გამოყენებით ვიხილეთ, ხელისუფლებას არათუ უფლება აქვს, არამედ ვალდებულია დაიწყოს შეკრების შეწყვეტა. მათ შორის შეკრების შეწყვეტის დროს გამოიყენოს პოლიციის შესახებ კანონით და სხვადასხვა ინსტრუქციით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები, მათ შორის ისეთი სპეციალური საშუალებები როგორიც გახლავთ ცრემლსადენი გაზი, როგორიც გახლავთ წყლის ჭავლი, როგორიც გახლავთ ე.წ. რეზინის ტყვიები”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი: იმ ღამეს პოლიციის მიერ გამოყენებული აბსოლურტურად ყველა სპეციალური საშუალება კანონმდებლობით გახლავთ დასაშვები
შემდეგი სტატიასკანდალი: სიგარეტის გაძვირებით მოპარული 60 მილიონი ივანიშვილის გარემოცვის ჯიბეში წავიდა