ნათია მეზვრიშვილი: მზად ვართ პარლამენტში ოპოზიციისთვის სასურველ დროს გამოვცხადდეთ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ევროპული საქართველოს გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ნებისმიერ დროს მზადაა წარსდგეს პარლამენტის წინაშე.

„ვერ მეტყვით ვერც ერთ შემთხვევას როდესაც ჩვენ პარლამენტში დაგვიბარეს, მათ შორის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში არ გამოცხადდა. ამ შემთხვევაშიც მზად ვართ რომ გამოვცხადდეთ მათთვის სასურველ დროს და მათ შორის იმ სიახლეებზე ვესაუბროთ რაც გამოძიებას აქვს“ – განუცხადა ჟურნალისტებს მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – ავღანეთში წავალ, მთავარსარდალი უნდა ჩავიდეს იქ, სადაც ამ ქვეყნის ჯარისკაცები არიან
შემდეგი სტატია,,ოკუპაცია უზნეო პოლიტიკოსების ხელში მუდმივად იყო სპეკულაციის თემა”