ნათია მეზვრიშვილი : მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მაქსიმალურად დაიცვან წესები, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად დაიცვან წესები, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადეები, დაიცვან დისტანცია, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პირბადეების რეგულაციის და ამ მოთხოვნის შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაც მკაცრად იქნება გაკონტროლებული შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ.

„აღსრულების კონტროლი მოხდება აქტიურად და შედარებით უფრო გამკაცრდება. აქტიურად იმუშავებს, როგორც პოლიცია, ასევე შრომის ინსპექცია. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად დაიცვათ წესები“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიასაკომუნიკაციო ქსელებზე მომუშავე კომპანიები სამუშაოების ჩატარებას მხოლოდ ღამის საათებში შეძლებენ