ნათია მეზვრიშვილი: “მკვლელი ვინ არის, ეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბატონ ზაზა სარალიძეს უთხრა”

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 12, 2018 23:48

ნათია მეზვრიშვილი: “მკვლელი ვინ არის, ეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბატონ ზაზა სარალიძეს უთხრა”

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სრული სურათი დახატა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო მკვლელობის ჩამდენი პირი, თუმცა ეს სურათი სასამართლოზე შეიცვალა.

„მკვლელი ვინ არის – ეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბატონ ზაზა სარალიძეს მაშინ უთხრა, როცა ეს პირები დააკავა და მაშინ, როცა საქმე სასამართლოში წარმართა. გასაგებია, რომ დადგა განსხვავებული შედეგი, თუმცა ობიექტური გარემოებების შესახებ, რამაც ამ შედეგზე გავლენა მოახდინა, მე ამაზე ძალიან ბევრი ვისაუბრე. რა შეიცვალა სასამართლოში, მათ შორის, რა შეიცვალა ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, რაზეც ახლა, ამ ახალი გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ და ცალსახად შემიძლია ვთქვა… ჩვენ ვთქვით გამოძიების დასასრულს, ჩვენ დავხატეთ სრული სურათი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო მკვლელობის ჩამდენი პირი, ეს სურათი სასამართლოზე შეიცვალა. ახლა ჩვენ, ბრალდების მხარე, პროკურატურა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოში დადგეს ის შედეგი, რომელიც უნდა დადგეს. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი ზაზა სარალიძე არ ენდობა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეს ადამიანურად აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის, თუმცა მე მას მოვუწოდებ, ნდობის საფუძველი ნამდვილად არსებობს, თუნდაც იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რაც ამ საქმეზე განაჩენის გამოტანიდან ძალიან მოკლე დროში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადადგა. ერთი რამ მინდა ცალსახად ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა ვმუშაობთ მოწმეებზე ზემოქმედების მიმართულებით და შედეგი უკვე ორი ადამიანის დაკავების სახით გვაქვს, თუ გამოვლინდება და მკვლელობაში დამატებით სხვა პირების მონაწილეობის ეჭვი გაჩნდება და ეს დადასტურდება მტკიცებულებებით, ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, დამერწმუნეთ, რომ ამ საქმეზე შედეგი დადგება.თუ იქნება მესამე მკვლელი (პირობითად ვამბობ) – შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის ზომებს გაატარებს. თუმცა, ძალიან გთხოვთ, თავი შევიკავოთ მტკიცებულებებზე დაყრდნობის გარეშე ვარაუდების საფუძველზე განცხადებების გაკეთებისგან. საგამოძიებო კომისიაზე ჩვენ ყველა შეკითხვას გავცემთ პასუხს. რაც შეეხება ჭრილობების რაოდენობას, რაც შეეხება მკვლელების რაოდენობას, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ დავადგინეთ მკვლელობის ჩამდენი პირები, სამწუხაროდ, ეს სასამართლომ არ გაიზიარა. ახლა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოში შესაბამისი შედეგი დადგეს და მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამის პარალელურად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუ საქმეში მესამე, მეოთხე და სხვა პირი მონაწილეობდა, მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დავაყენოთ“-განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 12, 2018 23:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,425
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics