ნათია მეზვრიშვილი : მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტი ამ ეტაპზე არ განიხილება

მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტი ამ ეტაპზე არ განიხილება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, თუ აღნიშნულ საკითხზე პარლამენტი მსჯელობას დაიწყებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პროცესში ჩაერთვება.

„კულტივაციას რაც შეეხება, ამ ეტაპზე, აღნიშნული კანონპროექტი, როგორც იცით, არ განიხილება. თუ ამ საკითხზე პარლამენტი მსჯელობას დაიწყებს, ჩვენ ბუნებრივია, პროცესში ჩავერთვებით, თუმცა ამ ეტაპზე, ეს საკითხი არ განიხილება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა – სარალიძის საქმეს ზედამხედველობას გაუწევს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა, რათა კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს თბილისის პროკურატურის მიმართ
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს მომხდარ რამდენიმე ინციდენტზე გამოძიება დაიწყო