ნათია მეზვრიშვილი – ყველა ობიექტი შეძლებს ფუნქციონირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს დაიცავენ

კონკრეტული საქმიანობები, რომელთა აღდგენა ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით იყო დაგეგმილი, ცოტა წინ გადმოვწიეთ და ეს ეხება სამშენებლო სამუშაოებს, სამშენებლო მასალების წარმოებას, სამშენებლო საზედამხედველო საქმიანობას, ავტოტექმომსახურებას და ავტოსამრეცხაოებს, რაც განსაკუთრებით აწუხებდათ ჩვენს მოქალაქეებს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ობიექტი შეძლებს ფუნქციონირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს დაიცავენ.

„ყველა ეს ობიექტი შეძლებს ფუნქციონირებას, რა თქმა უნდა იმ პირობებში თუ ისინი დაიცავენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს, როგორიცაა სამუშაო ადგილზე პირბადეების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ა.შ. შესაბამისი სამსახურები, ბუნებრივია, პერიოდულად შეამოწმებენ, რამდენად იცავენ ეს ობიექტები სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი – კომენდანტის საათი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი ეპიდემიის გავრცელების პრევენციისთვის, არავინ თქვას, რომ მისი მოხსნა არ იქნება დიდი ცდუნება, ესტუმრონ ახლობლებს, ნათესავებს, გაშალონ სუფრა და დრო გაატარონ
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი – პარტნიორებთან ერთად ვმუშაობდით, რომ შეგვექმნა სოციალური და ეკონომიკური დახმარების ისეთი პაკეტი, რომელიც იქნებოდა ადეკვატური ჩვენი სახელმწიფოს მოთხოვნებისთვის