ნათია მეზვრიშვილი: იმ ღამეს პოლიციის მიერ გამოყენებული აბსოლურტურად ყველა სპეციალური საშუალება კანონმდებლობით გახლავთ დასაშვები

ტელეკომპანია იმედის ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა რეზინის ტყვიების გამოყენებაზეც ისაუბრა.
,,ძალიან სამწუხაროა, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენებას მოყვა მოქალაქეების ჯანმრთელობის დაზიანება. თუმცა, ბევრი მითქმა-მოთქმა იყო და ერთი რამ უნდა ითქვას ცალსახად – იმ ღამეს პოლიციის მიერ გამოყენებული აბსოლურტურად ყველა სპეციალური საშუალება კანონმდებლობით გახლავთ დასაშვები. მათ შორის, ეს რეზინის ტყვიები , რომელსაც ზოგი დათვებზე სანადიროდ განკუთვნილ ტყვიებად მოიხსენიებს, ზოგი რაღაცა მყარი საგნების დასაზიანებლად და ბევრი შეფასება მოვისმინეთ. აბსოლუტურად ყველა ის რეზინის ტყვია, რომელის გამოყენებაც იმ ღამეს მოხდა, შსს-ს აღჭურვაში დიდი ხანია არსებობს და მისი გამოყენება კანონმდებლობით არის დასაშები.’’- განაცხადა მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილი კონკრეტული გადაცდომების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ასეთი ფაქტები შესაძლოა სპეციალური საშუალებების გამოყენების წესების დარღვევას უკავშირდებოდეს და ამის გამოძიება პროკურატურაში მიმდინარეობს.
,,შეიძლება ცოტა არასასიამოვნოა და მორალურად მძიმეა იმისი თქმა , რასაც ვამბობ, მაგრამ ზოგადად, სპეციალური საუშალებების გამოყენებას, ნებისმიერ ქვეყანაში, ყველამ კარგად ვიცით, ევროპის ქვეყნებშიც მიმდინარეობს ასეთ ძალადობრივი აქციები , პოლიცია სპეციალურ საშუალებებს იყენებს, სამწუხაროდ, მოყვება ხოლმე მომიტინგეთა ჯანმრთელობის დაზიანება. სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის ტყვიებს, აქვს თავისი გამოყენების წესი. მაგალითად, ტყვიები, რომელთა გამოყენებაც მოხდა – ცალსახად, არალეტალურად არის მიჩნეული და სამართალდაცვითი მიზნებისთვის არის განკუთვნილი მწარმოებლის მიერ – ღია წყაროებშია ეს ინფორმაცია და შეუძლია ყველას იხილოს. თვითონ მწარმოებლის მიერ და ეფექტური სროლის მანძილი გახლავთ 10 მეტრი. რა თქმა უნდა, თუ ვინმემ გამოყენების წესი დაარღვია , ამ ტყვიების გამოყენების დროს, იქ შესაძლოა ვიმსჯელოთ კონკრეტულ დისციპლინურ ან სისხლისსამართლებრივ გადაცმოდმებზე. თუმცა, აპრიორი ჩვენ იმას ვერ ვტყვით ,რომ ამ ტყვიების გამოყენება ან არ შეიძლებოდა, ან კანონის დარღვევით მოხდა საერთო ჯამში, ან ამისი გამოყენების უფლება პოლიციას არ ჰქონდა. ეს არის ძალიან მარტივი საკითხი. კანონი ამას ითვალისწინებს. თუ სადმე გამოყენების წესის დარღვევა მოხდა, ამაზე გამოძიება, კიდევ ერთხელ ვამბობ, გამოძიებას სამოხელეო დანაშაულის ჭრილში პროკურატურა აწარმოებს და პროკურატურამ ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს.’’ – განაცხადა მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაში(Video) გახარია მტკიცებულებებს ანადგურებს, შლის კადრებს, სადაც ჩანს, როგორ ძალადობდნენ პოლიციელები აქციის მონაწილეებზე
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი: “როგორც კი შეკრება გახდება კანონსაწინააღმდეგო ხელისუფლებას აქვს უფლება დაიწყოს შეკრების შეწყვეტა”