ნათია მეზვრიშვილი: ძალიან დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალაა ამოღებული

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საპოლიციო კონტროლზე კომენტარს აკეთებს. მინისტრის მოადგილის თქმით ყველა პოლიციელმა, რომელიც საპოლიციო კონტროში მონაწილეობას იღებს, დეტალური ინსტრუქტაჟი მიიღო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შესულიყო კონტაქტში მოქალაქესთან და ამას პოლიციელები ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ

,,თუ რატომ დავიწყეთ საპოლიციო კონტროლი, მოგახსენებთ ყველაფერს ქრონოლოგიურად: ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს კარგად ვაცნობიერებთ, იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. შინაგან საქმეთა მინისტრმა , მოგეხსენებათ, დადო პირობა, რომ სტატისტიკის გამოქვეყნება მოხდება ყოველკვარტლურად, ყოველთვიურად – ეს იქნება როგორც ზოგადი სტატისტიკა, ასევე, ჩაშლილი სტატისტიკა და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას სრულად ვიღებთ და პირობას ვდებთ, რომ ეს ასე იქნება. რაც შეეხება საპოლიციო კონტროლს: მოგეხსენებათ ახალი წლის წინა პერიოდია. ზოგადად ჩვენ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ახალი წლის წინა პერიოდში დანაშაულის მატება ფიქსირდება ხოლმე. ჩვენ ვაცნობიერებთ , რომ საპოლიციო კონტროლი არ არის დანაშაულის პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალება, თუმცა ვაცნობიერებთ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი დანაშაულის პრევენციის კუთხით და არა მხოლოდ დანაშაულის პრევენციის კუთხით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა გარკვეული ოპერატიული ინფორმაცია იმისასთან დაკავშირებით, თუ რომ ცალკეულ ტერიტორიებზე იგეგმებოდა დანაშაულის ჩადენის ფაქტები. შესაბამისად, ამ ეტაპზე იმისთვის, რომ წინასაახალწლოდ დანაშაულის პრევენცია მოგვეხდინა და საზოგადოების წევრების უსაფრთხოება, უზრუნველეყო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეს საპოლიციო კონტროლი უნდა დაგვეწყო. ახლა, რას გულისხმობს საპოლიციო კონტროლი: ყველა პოლიციელმა, რომელიც ამაში მონაწილეობას იღებს, დეტალური ინსტრუქტაჟი მიიღო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შესულიყო კონტაქტში მოქალაქესთან და ამას პოლიციელები ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ. ამას ადასტურებს ისიც, რომ ათასობით ადამიანი შეაჩერა პოლიციამ კანონით გათვალისწინებული წესით და მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში გამოვლინდა მოქალაქეების გარკვეული პრეტენზიები პოლიციელების მიმართ, მათ შორის ერთ-ერთი არის ზვიად რატიანის ფაქტიც. ის, რომ ეს საპოლიციო კონტროლი იყო დროული და საჭირო, სწორედ დღეს და ახლა, ამაზე მეტყველებს ის შედეგები, რაც ჩვენ დავდეთ. მოგეხსენებათ, 127 პირია დაკავებული. ძალიან დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალაა ამოღებული”- აცხადებს მეზვრიშვილი.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი: საკმარისი საფუძველი ბატონი ზვიად რატიანის შეჩერებისა არსებობდა
შემდეგი სტატია“თქვენმა სიყვარულმა ამატანინა მე ეს სიმძიმე” – ილია მეორე