ნათია მეზვრიშვილი: „დღევანდელი გამოწვევების ფონზე ნარკოდანაშაულთან ბრძოლა კიდევ უფრო გამკაცრდება“

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალებების გამავრცელებლებისა და რეალიზატორების დაკავებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ თითქოს არსებობს მავნე და არამავნე ნარკოტიკები, რომ თითქოს „მეფედრონი“ კლავს და სხვა სინთეტიკური ნარკოტიკი ან „ჰეროინი“ – არა. ამგვარი მსჯელობა, ისევე, როგორც დაუსრულებელი საუბრები ლიბერალიზაციაზე, მხოლოდ ახალისებს ნარკოდანაშაულს, ახდენს ნარკოტიკების პროპაგანდას და ხელს უშლის პრევენციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ეს ბრძოლა დღევანდელი გამოწვევების ფონზე კიდევ უფრო გამკაცრდება“, – განაცხადა ამავე ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს – ინტერნეტით შეძენილი ნარკოტიკების სამალავები კორპუსების სადარბაზოებში იყო მოწყობილი
შემდეგი სტატიანატო საქართველოსთვის ფინანსურ კონტრიბუციას გაიღებს