ნათია მეზვრიშვილი და ნინო ჯავახაძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები – ნათია მეზვრიშვილი და ნინო
ჯავახაძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის
ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსს – ომერ ფიშერსა და პროგრამის
ასისტენტს – ალექსანდერ სეკულიჩს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ადამიანის უფლებების დამცველთა საქმიანობის
ხელშეწყობისა და მათი დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები,
მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის
დეპარტამენტის შექმნის მიზანი, მისი საქმიანობა, განხორციელებული
აქტივობები და არსებული გამოწვევები.

საქართველოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების
ოფისის წარმომადგენელთა ვიზიტის მიზანია ქვეყანაში ადამიანის უფლებათა
დამცველების მდგომარეობის, მათი დაცვის საშუალებების, მექანიზმებისა და
საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ მუხიანში განზრახ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატია50-ე ბაგა-ბაღიდან ის აღმზრდელები გაუშვეს, რომლებმაც ზურაბიშვილის სასარგებლოდ წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვაზე უარი თქვეს