ნათია მეზვრიშვილი – COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიში აღწერს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მთელ პროცესს

ეს ანგარიში არის კიდევ უფრო მეტად დეტალური, აღწერს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მთელ პროცესს, მათ შორის აღწერს შეზღუდვების დაწესების ლოგიკას და მიზეზებს, რაც საზოგადოების ინტერესის საგანს წარმოადგენდა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშთან დაკავშრებით განაცხადა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, ეს ანგარიში კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას და სამოქალაქო სექტორს, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

„დღეს ჩვენ გამოვაქვეყნეთ მნიშვნელოვანი ანგარიში. როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო ტრიბუნიდან დავპირდით საზოგადოებას, რომ, COVID-19-ის წინააღმდეგ, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ დეტალურ ანგარიშს გავასაჯაროებდით და მივაწვდიდით. ეს არის მთავრობის ანგარიშვალდებულების ნაწილი. ჩვენ ძალიან ნ ბევრი ფორმატიდან – საპარლამენტო ტრიბუნიდან, საჯარო ბრიფინგებიდან და სხვა საჯარო ინფორმაციის წყაროებიდან მივაწოდეთ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ, თუმცა ვთვლით, რომ ეს ანგარიში, კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას, ნებისმიერ მოქალაქეს, სამოქალაქო სექტორს, რომელიც ამ პროცესებით იყვნენ დაინტერესებულები, რადგან დოკუმენტი არის კიდევ უფრო მეტად დეტალური, აღწერს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მთელ პროცესს, მათ შორის აღწერს შეზღუდვების დაწესების ლოგიკას და მიზეზებს, რაც საზოგადოების ინტერესის საგანს წარმოადგენდა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, ანგარიში მოიცავს მთავრობის საქმიანობის ყველა მიმართულებას, რაზეც მთავრობა, ვირუსთან ბრძოლის პირველივე დღეებიდან, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე მუშაობდა.

„ამავდროულად, არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ამ პროცესებში გარკვეული ხარვეზები იყო, ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩავატაროთ კვლევა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომლებიც ამ ხარვეზებს დაგვანახებს და მომავალშიც მოგვცემს საშუალებას, რომ ამ მიმართულებით ეფექტური ნაბიჯები გადავდგათ. ანგარიში მოიცავს მთავრობის საქმიანობის ყველა მიმართულებას – სოციალურ, ეკონომიკურ, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებს და სხვა არაერთ მნიშვნელოვან საკითხს, რაზეც მთავრობა, ვირუსთან ბრძოლის პირველივე დღეებიდან, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, 22 მაისის ჩათვლით მუშაობდა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი : ეროვნული ბანკის ანგარიში ცხადად აჩვენებს, რომ საქართველოში ეკონომიკური კრიზისი კორონაკრიზისამდე იყო
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილი: მკაფიოდ ვამბობ ერთ რამეს – პრინციპი, რომ მეორე ტურში ვინც გადავა, მოდი, იმას ერთად დავუჭერთ მხარს, არაფრისმომცემია, ეს უკვე წაგებისთვის ბრძოლაა