ნათია მეზვრიშვილი: “ჩვენი თანაგუნდელის მოხუც მამას ხუნდაძის დაჯგუფება სახლში შეუვარდა და პირდაპირ ლოგინში სასტიკად გაუსწორდა”

“ჩვენი თანაგუნდელის მოხუც მამას ხუნდაძის დაჯგუფება სახლში შეუვარდა და პირდაპირ ლოგინში სასტიკად გაუსწორდა”, – წერს პარტია „საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში და არჩევნების შემდგომ ძალადობაზე საუბრობს.

“ჩვენს თანაგუნდელს – ლია ყოჩიშვილს კორუმპირებული ფეოდალი დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფება კორუფციაში მხილების გამო მანქანას რომ აჯახებდა ხომ გახსოვთ? პოლიციას რეაგირება ამ დრომდე არ ჰქონია. მკვლელობის მცდელობიდან რამდენიმე დღეში ლია ყოჩიშვილის დედას დაესხნენ თავს. დღეს კი იგივე დაჯგუფება ლია ყოჩიშვილის მოხუც მამას სახლში შეუვარდა და პირდაპირ ლოგინში სასტიკად გაუსწორდა. დანაშაულის თანამონაწილეები ხართ”, – წერს ნათია მეზვრიშვილი.

banner
წინა სტატიაშიხელახალი არჩევნები და ცესკოს სიების გამოქვეყნება-ხელისუფლებას ოპოზიციის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად 24 საათი მიეცა
შემდეგი სტატიადიმიტრი მედვედევი: “გადააყენეთ და დაიჭირეთ საქართველოს პრეზიდენტი”