ნათია მეზვრიშვილი-ჩვენ გვიყურებს ათასობით პოლიციელი, რომელმაც იცის, რომ  შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძოლა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ  უმკაცრესია, განსაკუთრებით გასაღების ნაწილში.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა იმედის ეთერში მარიხუანასა და კანაფთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების შესახებ ისაუბრა. მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულთან მკაცრ ბრძოლას აგრძელებს, განსაკუთრებით ნარკოტიკების რეალიზების ნაწილში და  ლიბერალური მიდგომების დანერგვა მხოლოდ ნარკოტიკების მომხმარებლებისადმი დამკვიდრებული არაპროპორციული სასჯელის პრაქტიკის შეცვლას ითვალისწინებს.

,,ბოლო დღეებში იყო მსჯელობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არათანმიმდევრულია, თითქოს ერთი მხრივ სამინისტრო კლუბებში ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს, ხოლო მეორე მხრივ მხარს უჭერს დათესვა/მოყვანას – ჩვენ გვიყურებს ათასობით პოლიციელი, რომელმაც იცის რომ  შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკა არ შეცვლილა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძოლა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ  უმკაცრესია, განსაკუთრებით გასაღების ნაწილში. პირიქით, ეს კანონპროექტი ადასტურებს, რომ ჩვენ ამ პოლიტიკაში ვართ თანმიმდევრულები, ანუ ვამბობთ რომ მარიხუანასთან დაკავშირებით გასაგებია მიდგომები, პრაქტიკაში მიდგომები არის ლიბერალური. ბოლო ერთი წლის განმავლობაში  ვერც ერთ ადამიანს ვერ ნახავთ, რომელიც ციხეში მოხვდა მარიხუანის მოხმარებისთვის, მცირე ოდენობის კულტივაციისთვის, ან  მცირე ოდენობის შეძენა-შენახვისთვის. დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობებზე და გასაღებაზე კი ჩვენი პოლიტიკა მკაცრია. თუ გადახედავთ სტატისტიკას, ბოლო 7 თვის განმავლობაში 100-მდე ნარკორეალიზატორია დაკავებული, მხოლოდ აგვისტოში 14 ნარკორეალიზატორია დაკავებული. ჩვენ ვებრძვით ნარკოდანაშაულს და ასეთი პოლიტიკა  გრძელდება.”

banner
წინა სტატიაშიკანაფის დათესვა-მოყვანის ლინცეზიის პირობების დარღვევაზე გათვალისწინებული იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
შემდეგი სტატიასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს