ნათია მეზვრიშვილი – არ ვაპირებთ ჩადებას – ჩადება არის ჩვენი პროფესიონალიზმის და ინტელექტის შეურაცხყოფა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 5, 2018 13:58

ნათია მეზვრიშვილი – არ ვაპირებთ ჩადებას – ჩადება არის ჩვენი პროფესიონალიზმის და ინტელექტის შეურაცხყოფა

მნიშვნელოვანი

  • ამ მესიჯით ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვაპირებთ ჩადებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა შსს-ს მიერ კამპანია #არაჩადებას შეერთების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მეზვრიშვილის თქმით, მსგავსი მეთოდების გამოყენებას სამინისტრო არ აპირებს.

სხვა სტატიები

ამ მესიჯით ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვაპირებთ ჩადებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა შსს-ს მიერ კამპანია #არაჩადებას შეერთების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მეზვრიშვილის თქმით, მსგავსი მეთოდების გამოყენებას სამინისტრო არ აპირებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვამბობთ „არა ჩადებას“ და ამ მესიჯით ვამბობთ, რომ არ ვაპირებთ ჩადებას. ჩადება არის ჩვენი პროფესიონალიზმის და ინტელექტის შეურაცხყოფა, შესაბამისად, ეს არ არის ის მეთოდები, რომლის გამოყენებასაც სამინისტრო აპირებს და ამ კამპანიასთან შეერთებით ჩვენ ეს პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირეთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა რეფორმების და ის რეფორმები, რომელიც არაერთხელ დაანონსა შსს-მ, ამისკენაა მიმართული და ამ მიმართულებით ვაპირებთ ძალიან ბევრი ნაბიჯის გადადგმას”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციას #არაჩადებას! შეუერთდა. უწყებამ პოზიცია „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დააფიქსირა.

ამას წინ უძღოდა გუშინ, ქუთაისში გამართული აქცია, სადაც გაჩნდა წარწერები „არა ჩადებას“. აღნიშნული ქმედებით გარკვეულმა ჯგუფმა აქცია ნარკოტიკების ჩადების წინააღმდეგ გამოხატა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 5, 2018 13:58

Google სტატისტიკა


4,431
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics