ნათია მეზვრიშვილი: ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის მუშაობამ მნიშვნელოვნად გაზარდა გამოძიების ხარისხი გარკვეულ მიმართულებებზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის
მანდატი გაფართოვდა და დეპარტამენტის მონიტორინგი უფრო მეტი ტიპის საქმეთა
გამოძიებას შეეხება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის
მონიტორინგის დეპარტამენტის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“
გაიმართა.
სამინისტროს განცხადებით ცვლილება ერთი წლის განმავლობაში დეპარტამენტის
ეფექტური მუშაობისა და გამოძიების ხარისხის ზრდაზე არსებითი ზეგავლენის
გათვალისწინებით ხორციელდება.
“ჩვენ 2018 წლის დასაწყისში, შევქმენით ადამიანის უფლებათა დაცვის
დეპარტამენტი, რომელსაც მუშაობა გამოძიების ხარისხის მონიტორინგი 5
ძირითადი მიმართულებით დაევალა. ამ დეპარტამენტმა წარმატებით გაართვა თავი
დაკისრებულ მოვალეობას. ამ ძირითადი 5 მიმართულებით, როგორიცა არის ოჯახში
ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი
დანაშაული და სხვა, მნიშვნელოვნად გაიზარდა გამოძიების ხარისხი და პოლიციის
მიმართ ნდობა. ამის დასტურია სტატისტიკური მაჩვენებლები. ამიტომ
გადავწყვიტეთ, რომ დეპარტამენტის მანდატი გავაფართოოთ და გავავრცელოთ ის
სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ სხვა გავრცელებულ
დანაშაულებზეც.’’ – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია
მეზვრიშვილმა.
ნათია მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ კრიმინალური პოლიციის რეფორმა და
გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება ამჟამად სამინისტროს ერთერთი უმთავრესი
პრიორიტეტია და გამოძიების ხარისხის ცენტრალიზებულ დონეზე მონიტორინგი
უაღრესად მნიშვნელოვანია. მეზვრიშვილმა ასევე დაანონსა, რომ 2019 წლისთვის
სამინისტრო მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს დისკრიმინაციის წინააღმდეგ
ბრძოლასა და არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულების
ეფექტიანი გამოძიებაზე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: „TBC ბანკი არის სისტემური ბანკი ქვეყნისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაზე კარგად ესმის ეროვნულ ბანკს და მარეგულირებელს“
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი: ქუჩური მენტალიტეტის კრიმინალიზება კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის გაგრძელებაა