ნათია კუპრაშვილი – 2015 წელს, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამა შეეზღუდა, ამის შემდეგ წავიდა ტელევიზიებში რეკლამის მატების ტენდენცია

2015 წელს, მას შემდეგ რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს შეეზღუდა კომერციული რეკლამა, ამის შემდეგ წავიდა ტელევიზიებში რეკლამის მატების ტენდენცია, – ამის შესახებ რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ხელმძღვანელმა ნათია კუპრაშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ნათია კუპრაშვილი ირაკლი კობახიძეს გამოეხმაურა, რომელმაც იკითხა, რომ საბაზრო ღირებულებაზე უფრო იაფად რატომ გაყიდის რეკლამას საზოგადოებრივი მაუწყებელი.

”1000 ლარიან რეკლამას საზოგადოებრივი მაუწყებელი 100 ლარად ხომ ვერ გაყიდის?”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

”აუდიტის სამსახურს თუ დავუჯერებთ, გაყიდა. აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია, რომ არ არსებობს არანაირი სტანდარტი როგორ ადგენს რეკლამის სტანდარტს. მესმის, რომ ყველანი სადაოდ ხდით აუდიტის დასკვნას, რამდენად სწორი წერია ამაზე შეიძლება ვიდაოთ, თუმცა რომ წერია, ეს ფაქტია.
2015 წელს მას შემდეგ რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს შეეზღუდა რეკლამა, ამის შემდეგ წავიდა ტელევიზიებში რეკლამის მატების ტენდენცია. ეს მონაცემებიც კი იმაზე მიუთითებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რეკლამის დროის შეზღუდვის შემდეგ დაიწყო ტენდენცია რეგიონულ არხებზე რეკლამის მატების”, -განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაუდიტის დეპარტამენტის უფროსი ოთარ ფარცხალაძეზე – ამ პიროვნებისთვის ობიექტის მიყიდვამ თბილისის ბიუჯეტი დააზარალა
შემდეგი სტატიადეკანოზი – 14 წლამდე ბავშვებში, რომელთა დანაშაულიც სისხლის სამართლის კოდექსით არ რეგულირდება, დანაშაულის წახალისება მოხდა