მანდატურების მხრიდან ფიზიკური ძალადობის და შეურაცხყოფის შედეგად 30-მდე დალურჯებული (სისხლჩაქცევა) მაქვს სხეულზე – ამის შესახებ აქტივისტი, ნათია ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს და დაზიანებების ფოტოებსაც აქვეყნებს.
როგორც ნათია ჩიქოვანი ამბობს, ფაქტს პოლიციელი შეესწრნენ, თუმცა არცერთ მათგანს რეაგირება არ მოუხდენია.
ლაშა სალუქვაძე ხომ არ განძრეულა ასევე და ვიდეოზეც ჩავწერე რა კომენტარს აკეთებდა ამ ამბის მერე და დავურთავ საქმის მასალებს – წერს ჩიქოვანი.
აქტივისტს საჩივარი უკვე დაწერილი აქვს – ის ორშაბათს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში “საფარის” იურისტებთან” ერთად მიდის.

ადგილზე მყოფი არც ერთი პოლიციელი ხომ არ განძრეულა, არც ერთი (!) რომლებმაც პირდაპირ უყურეს როგორ დამახეთქა მანდატურმა ქვის იატაკზე, უკვე გარეთ გამოგდებული
ლაშა სალუქვაძე ხომ არ განძრეულა ასევე და ვიდეოზეც ჩავწერე რა კომენტარს აკეთებდა ამ ამბის მერე და დავურთავ საქმის მასალებს.
პატრული სამჯერ გამოძახებული (ინციდენტზე საჩივრის დასაწერად) ხომ ასევე არ მოვიდა
საფარის ადვოკატთან ერთად
(მადლობა საფარს, რომ ჩემი საქმის წარმოებაში მეხმარება), სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მივდივარ ორშაბათს. დროს ალბათ სპეციალურად წელავენ, დალურჯებები რომ გაუფერულდეს, მაგრამ ძაან მეპარება ეჭვი 3 დღეში გაქრეს ამდენი სისხლჩაქცევა!
1. ფიზიკურად იძალადეს
2. უმოქმედოდ უყურა ათობით მოწმე პოლიციელებმა ძალადობის ფაქტს
3. პატრული არ მოვიდა გამოძახებაზე
ეს სამი დანაშაული ჩაიდინეს გუშინწინ მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ. ასე მოექცნენ ათობით ქალს და კაცს გუშინწინ, ასე ექცევიან ხალხს რუსული კანონის შემდეგ, ლამის ყოველ დღე.
სულ რომ თაროზე შემოდონ ჩემი საქმე, როცა ამათი დრო მოვა, ჩამოვაღებინებ ამ საჩივარს შესაბამის სამსახურებს!

არაუშავს, წინაა სასამართლოები, წინაა საჩივარი და მაგათი ციხეში ჯდომაც წინაა!!!
ბოლო ვიდეოში რომ გარეთ მანდატურს ველაპარაკები, 2 წუთიან ვიდეოში გაუჩერებლად ვეკითხები რის საფუძველზე გამოგვაგდო და პასუხს ვერ მცემს! მაგის ძალა და ენერგია რომ მქონოდა ეგ ადრენიალინია, რომელმაც დიდხანს გამაძლებინა იმ დღეს ☺️✊
ფოტოებში მოძალადე მანდატურები დავსქრინე! არასდროს უნდა დამავიწყდეს მათი სახეები!
Update: ვიდეოები ამ პოსტისვე კომენტარების ველში გადავიტანე და აქედან წავშალე, ბაგავს ფეისბუქი.
ნათია ჩიქოვანმა მანდატურებსი მიერ მიყენებულიდ აზიანებების შესახებ სოციალურ ქსელში პირველად 13ივნისს დაწერა.

















