ნათესავით მიერ დანით დაჭრილი 49 წლის სპარტაკ ყორშია ხობის ცენტრალურ საავადმყოფოში ოპერაციის დროს გარდაიცვალა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში , ნათესავით მიერ დანით დაჭრილი 49 წლის სპარტაკ ყორშია ხობის ცენტრალურ საავადმყოფოში ოპერაციის დროს გარდაიცვალა.

შს სამინისტოს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ერთი პიროვნება. საქმეზე გამოძება სსკ-ის 19-108 მუხლებით აღიძრა.

შეგახსენებთ, რომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ერთ-ერთი მოსახლის სახლში, სტუმარმა მასპინძელი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, მაშინ როცა დაჭრაში ბრალდებული მიმალვას ცდილობდა მეზობლის სახლს შეაფარა თავი, სადაც ქალი დახვდა და მასაც ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. ინციდენტი რამდენიმე საათის წინ მოხდა.

 

banner
წინა სტატიაშიხობში სტუმარმა მასპინძელი დაჭრა
შემდეგი სტატიარატომ “აპრავებენ”გომელაური და გოგაშვილი კიტა იზორიას და რა ხდება ხელისუფლებაში-ინტერვიუ კახა მიქაიასთან