ნათელია, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები რჩება პრიორიტეტულ მიმართულებად – დავით ბაქრაძე

„ნათელია, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები რჩება პრიორიტეტულ მიმართულებად აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში,“ – ასე აფასებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ბაქრაძე, აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ზრდას.
„საქართველო კვლავაც სარგებლობს კონგრესის მხრიდან მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით და ეს აქტი არის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების, ასევე, ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიმართ კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება,“ – განაცხადა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიეს უკავშირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას – მიხეილ ჯანელიძე
შემდეგი სტატიარუსეთმა საქართველოს საპასუხოდ უნდა აიღოს თავისი ვალდებულება – დავით დონდუა