“ნათელი ნების უკან საქართველოს მოქალაქეები დგანან, ამიტომ “ოცნება” ხელისუფლებას იოლად დათმობს” – ამის შესახებ განცხადება კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის თქმით, როგორც 2012 წელს შეიცვალა ხელისუფლება, სწორედ ასე დაკარგავს წელსაც ივანიშვილის გუნდი ძალაუფლებას.
ერთად ვართ, იმისთვის რომ გავიმარჯვოთ. ჩვენ გავიმარჯვებთ სახელოვნად და სერიოზულად, მშვიდობიანად შევცვლით ამ ხელისუფლებას. არ ყოფილა შემთხვევა, მე ეს თემა შემეშალოს. 2003-ში შევედი და შევცვალეთ ხელისუფლება, 2012-ში შევედი და შევცვალეთ ხელისუფლება, როცა მე პოლიტიკაში შევდივარ ასეთი რაღაცები არ მეშლება. ნათელი ნების უკან დგას საქართველოს მოქალაქე, ამიტომ “ქართული ოცნება” ხელისუფლებას ძალიან იოლად დათმობს”, – ამბობს მარგველაშვილი.