„ნათელი გახდა რატომ იმყოფება დღეს „ომეგა ჯგუფი“ და ტელეკომპანია „იბერია“ ასეთ მდგომარეობაში”

სკანდალურ ჩანაწერებს რომლის მიხედვითაც „ომეგა ჯგუფის“ სიგარეტის ყოველი გაყიდული კოლოფიდან 2.5 თეთრი „ქართული ოცნების“ ფონდში მიდიოდა, კომპანიის დირექტორი ეხმაურება.

ლევან აღდგომელაშვილი ამბობს, რომ პროცესს როგორც ჩანაწერებიდან ირკვევა ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კურირებდა. თუმცა აღდგომელაშვილის თქმით, ქუმსიშვილი სახელმწიფო რეკეტის გადაწყვეტილებას, დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა.

„ომეგა ჯგუფის” დირექტორი აცხადებს, რომ აუდიო ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ ბევრი საკითხს ნათელი მოეფინა.

„ნათელი გახდა ამ კიდევ ერთი ფარული ჩანაწერიდან და ახსნა მიეცა იმას თუ რატომ იმყოფება დღეს „ომეგა ჯგუფი“ და ტელეკომპანია „იბერია“ ასეთ მდგომარეობაში. ერთ მხარეს გვაქვს ომეგა ჯგუფი, რომელიც არ დათანხმდა კორუფციულ გარიგებებს და კომერციულ სქემას და მეორე მხარეს არის როგორც ადგილობრივი წარმოება, ასევე ის უცხოური კომპანიები როგორც ახსენებს ამას ირაკლი ჩუბინიშვილი, რომლებსაც ყველაფრისთვის გზა აქვთ ხსნილი. ჩემთვის ასევე ახსნა მიეცა იმას, შარშან ივნისის თვეში და შემდეგ დეკემბრის თვეში სააპელაციო სასამართლომ და შემდეგ უზენაესმა სასამართლომ რატომ მიიღო „ომეგა ჯგუფის’ წინააღმდეგ საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. რატომ არ დააკმაყოფილა ომეგა ჯგუფის სარჩელი და რატომ მოუხსნა იმ უცხოურ კომპანიას ომეგა ჯგუფისთვის ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობა,“-განაცხადა ”ომეგა ჯგუფის” გენერალური დირექტორმა ლევან აღდგომელაშვილმა.

„ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით „კურიერმა“ კიდევ ერთი სკანდალური აუდიოჩანაწერი მოიპოვა, სადაც სავარაუდოდ, „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი, ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგას“ დამფუძნებელს ესაუბრება.

გაშიფრულია სქემა, თუ როგორ ახორციელებს რეკეტს ხელისუფლება სიგარეტის ბაზრის მოთამაშეებზე და როგორ მიდის თანხა „ქართული ოცნების“ სალაროში.

აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ე.წ. ფონდში თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი ხვდება. ჯამურად, კი სახელისუფლებო პარტიის შავ ანგარიშებზე შესული თანხა ათეულობით მილიონს აღწევს.

„თბილისის თამბაქოს“ დირექტორი, ლექსო ანდრიაძე ესაუბრება „ომეგას“ მენეჯმენტის ერთ-ერთ წარმომადგენელს, სადაც ამბობს, რომ ყველა გაყიდული კოლოფიდან თანხა პარტიის ფონდებში მიდის

banner
წინა სტატიაში„იბერიას“ სკანდალი შეიწირავს ივანიშვილის ხელისუფლებას
შემდეგი სტატიაქვეყანაში არის აყვავებული კორუფცია და ამის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი