ნათელაშვილი: ვადამდელი არჩევნები დაინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხალხი გამოვა ქუჩაში აქციაზე

ვადამდელი არჩევნები დაინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხალხი გამოვა ქუჩაში აქციაზე და დასავლეთი დააწესებს სანქციებს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

„ირაკლი კობახიძის განცხადება სრულად ჯდება მორიგი პრორუსული შეტევის ფორმატში და კრემლის მიზანია სწორედ, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს თავისი სატელიტის რეჟიმი ივანიშვილის, კობახიძეების, მდინარაძეების და თალაკვაძეების თამადობით, რომლებიც მზად არიან, ჩვენი სამშობლო დადონ გეოპოლიტიკურ დახლზე გასაყიდად.

ვადამდელი დაინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხალხი გამოვა ქუჩაში აქციაზე და დასავლეთი დააწესებს სანქციებს. სხვა ყოველგვარი იმედი ვადამდელისა, გამორიცხულია, კობახიძემ რომც არ თქვას ამის მიუხედავად. ხალხი აქციებზე დასავლეთის სანქციების ფორმატში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა

banner
წინა სტატიაშიურეკში დაკავებული 13 პირი სასამართლომ გაათავისუფლა
შემდეგი სტატიაასეთ წერილზე ხელს მოვაწერდი?! – ტარიელ ხარხელაური