ნათელაშვილი – თითქოს რაღაც უკეთესობის ნიშნები გამოიკვეთა საარჩევნო რეფორმის ხაზით

დღეს ბიძინა ივანიშვილის მიზანია, როგორმე საკუთარი ტყავი გადაირჩინოს, ეს პარლამენტი შეინარჩუნოს და სხვა საკითხებზე მაქსიმალურად წამოვა დათმობებზე,- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის რეზიდენციაში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნათელაშვილს მედიასთან კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია.

„ძალიან გთხოვთ, ნუ დამარღვევინებთ საერთაშორისო ეტიკეტს, ელჩებთან ჩვენ შევთანხმდით, რომ ჯერჯერობით, იმისთვის, რომ შედეგები მალე მივიღოთ, დეტალებზე არ ვისაუბრებთ. ჩვენ ხომ შედეგები გვინდა? თითქოს რაღაც უკეთესობის ნიშნები გამოიკვეთა საარჩევნო რეფორმის ხაზით,მაგრამ ჩვენ საარჩევნო რეფორმა კიარა, ახალი პარლამენტის არჩევნები გვინდა. შესაბამისად, ამ მიზანს უნდა უკავშირდებოდეს ყველაფერი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართვასთან დაკავშირებით, ნათელაშვილის თქმით, მისი მიზანია, რომ არავითარი ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოში არ არსებობდეს.

„ჩემი ამოცანა და მიზანია, რომ არავითარი ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოში არ არსებობდეს. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში საარჩევნო კომისიები იქმნება არჩევნების წინ და არჩვენების შემდეგ იშლება, ჩვენ ამ დონეზე უნდა მივიდეთ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკალაძე III რაუნდზე:ეს პოლიტიკოსები არასანდოები არიან
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შემდეგი შეხვედრა ხვალ გაიმართება