ნათელაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქების ჩართულობას აპროტესტებს

„ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქების ჩართულობას აპროტესტებს და ამბობს, რომ მათ უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

შალვა ნათელაშვილის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კონტრაქტი გაუქმდება და ქართული ავიაცია მათ გარეშე განაგრძობს მუშაობას.

„თურქმა მეგობრებმა, რომელთა აქციონერი გახლავთ ასევე ნარკობარონი ბიძინა ივანიშვილი, დააწესეს ამ ადგილიდან თვითმფრინავამდე მისვლაში 100 ევრო მგზავრისთვის. კონტრაქტში ჩაგვიდეს ვალდებულება, რომ ამ ადგილიდან 150 კილომეტრში საერთაშორისო აეროპორტი არ გაიხსნება, მაშინ, როცა სტამბოლში ოთხი აეროპორტია. ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ დამთავრდება ქართულ ავიაციასა და ხმელეთში თურქული კოლონიალური ბატონობა, კონტრაქტი დაირღვევა,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტთან კარვის გაშლის კიდევ ერთ მცდელობას მორიგი ინციდენტი მოჰყვა
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა ზაზა სარალიძის მეუღლეს ტერიტორიაზე პლედის შეტანის საშუალება არ მისცეს, რასაც ხმაური მოჰყვა