ნათელაშვილი – სწორედ ასე აჯილდოებდა პარიზი 90-იან წლებში ცენტრალური აფრიკის დიქტატორ ბოკასას, რომელიც ასევე მათი მოქალაქე იყო და შემდგომში კაციჭამია გამოდგა

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტულის მინიჭებას ეხმაურება.

„ესაა ქართველი ხალხის ფეხზე დაკიდება. ამაშიც ჩვენგან მოპარული მილიონებია გადახდილი. ეტყობა საფრანგეთის პრეზიდენტს ცუდი მრჩევლები ყავს. თუმცა მთლად საკვირველიც არაა, სწორედ ასე აჯილდოვებდა პარიზი 90-იან წლებში ცენტრალური აფრიკის დიქტატორ იმპერატორ ბოკასას, რომელიც ასევე მათი მოქალაქე იყო და რომელიც შემდგომში კაციჭამია გამოდგა პირდაპირი გაგებით. სანამ ასეთ ჩვენი ერისთვის შეურაცხმყოფელ და ტირანის გადასარჩენ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ბატონ მაკრონს ერჩივნა ეკითხა პუტინისათვის, თუ რატომ არ სრულდება 2008 წლის ხელშეკრულება, დადებული საფრანგეთის შუამავლობით, საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით, რომლის შესრულებაზეც სწორედ პარიზია პასუხისმგებელი“, – – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქათველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული მიანიჭა.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან თავი შეიკავონ
შემდეგი სტატიარაჭა-ლეჩხუმის მიმართულებაზე ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო – საგანგებო