ნათელაშვილი: შეიძლება “ლეიბორისტული პარტია” ყავდეს ქვეყანას და ხმები სახვეწარი იყოს?

“ეს საზოგადოება არც თავგანწირვას, არც სიკეთეს და ბოროტებას არჩევს ერთმანეთისგან არც თავისთავისთვის უნდა კარგი. შეიძლება ლეიბორისტული პარტია ყავდეს ქვეყანას ამდენი წელი და ხმები სახვეწარი იყოს?”, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაემაში “რეაქცია” განაცხადა.

“გარბოდეთ თქვენ და ამ მთელ ბარდაგს აძლევდეთ ხმას?! შეიძლება ნათელაშვილი იყრიდეს კენჭს და იმ არჩევნებში “გრეჩიხა” აირჩიოთ პრეზიდენტად?!
შეიძლება ნათელაშვილი იყრიდეს კენჭს და სალომე ზურაბიშვილი აირჩიოთ პრეზიდენტად?
შეიძლება “ლეიბორისტული პარტია” იყოს წამოსული ასპარეზზე და გეუბნებოდეთ თქვენს სიკეთეს, გეუბნებოდეთ თქვენ სამუშაო ადგილებს, დაბალ გადასახადებს, ოლიგარქიის დამარცხებას, ქვეყნის განვითარეებას, ცივილიზებულ ორიენტაციას, დასავლურ და სხვა ორიენტაციას, გეუბნებოდეთ უფასო განათლებას, ჯანდაცვას, თან ამას აკეთებდეს ოპოზიციური მდგომარეობიდანაც კი და თქვენ ეშმაკებისკენ გარბოდეთ”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიილია II: წმინდა მიწაზე განვითარებული საომარი მოქმედებები მთელი რეგიონის უდიდესი განსაცდელია
შემდეგი სტატიალაშა ჟვანია: ისრაელში ქართველ ებრაელს თავს დაესხნენ, ის მძიმედ დაშავდა